18 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
"სემეკი" ჰიდროელექტროსადგურებისთვის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს

ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის პროცესი დასკვნით ეტაპზეა. დენის ახალი ფასი ცნობილი უკვე ხვალ გახდება. დღეს კი, "სემეკი" ელექტროენერგიის საჯარო სხდომაზე "ჟინვალჰესის", "რიონჰესის", "ლაჯანურჰესის", "ძევრულჰესის", გუმათჰესების კასკადის და "შაორჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს განიხილავენ.

დადგინდება ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფები.

„კომისიას ექნება შესაძლებლობა, რომ 26 დეკემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელოს "თელასის" და "ენერგპროჯორჯიასათვის" საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენაზე,“ - განაცხადა "სემეკის" პრეს სპიკერმა ქეთი ბერიკაშვილმა.

დღის ამბები