როგორ ხარჯავს სახელმწიფო ჩვენს ფულს - ამ სახელწოდების კვლევას წარადგენს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“. ორგანიზაციამ ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა.
„გამჭვირვალობაში“ აქცენტს მმართველი პარტიის შემომწირველებზე აკეთებენ და განმარტავენ, რომ მათი უმეტესობა ტენდერებში გამარჯვებული პირია.
"ამ ანგარიშში არის საუბარი პოლიტიკური პარტიების შემომწირველებსა და გამარჯვებულ კომპანიებს შორის კავშირზე. დაფიქსირდა ბევრი შემთხვევა, როდესაც ადამიანები და კომპანიები წირავდნენ გარკვეულ თანხას ძირითადად სახელისუფლებო პარტიას და შემდეგ უკვე საკმაოდ მსხვილ ტენდერებს და მსხვილ გამარტივებულ შესყიდვის კონტრაქტებს იღებდნენ," - აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.