სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმო წირვისთვის ემზადებიან. წირვა ჯერჯერობით არ დაწყებულა, სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქს ელოდებიან.
პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა. საზეიმო წირვა დღეს სვეტიცხოველში აღევლინება. ლიტურგიაზე დასასწრებად საქართველოში მღვდელმთავრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ნიჟნი ნოვგოროდის მიტროპოლიტიც იმყოფება.
წირვას დაესწრებიან საქართველოს ხელისუფლების წევრებიც. საქრათველოს პრემიერმინისტრი სვეტიცხოველში უკვე მივიდა.
გუშინ კი, ილია მეორეს მონაწილეობით საღამოს მსახურება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.
„დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი, ვუსურვებთ ჩვენს უწმინდესს დიდხანს სიცოცხლეს, ვუსურვებთ, რომ იყოს დღეგრძელი და მრავალჟამიერი მისი სიცოცხლე, როგორც ჩვენი ერისთვის, ასევე ეკლესიისთვის საკეთილდღეოდ,“ - განაცხადა მამა ალექსანდრემ.
ერისკაცობაში ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი ბერად 1957 წელს აღიკვეცა და ილია ეწოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია კი, 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოველში მოხდა.