18 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი - საზეიმო წირვაზე რამდენიმე მღვდელმთავარი არ მივიდა

საქართველოს კათალიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან დღეს 40 წელი შესრულდა. საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოველში თავად ილია მეორე აღავლენს. წირვას ესწრებიან მღვდელთმთავრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის აღსანიშნავ საზეიმო წირვას სვეტიცხოველში ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. საქართველოს კულტურისა და სპორის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის თქმით, სწორედ ილია მეორეს რჩევით უახლოესი ისტორიის დრამატული მომენტები გადალახეს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პატრიარქი საზოგადოების გამთლიანებისთვის იბრძვის.

დღევანდელ საზეიმო მსახურებას სინოდის წევრები თითქმის სრული შემადგენლობით ესწრებიან. მხოლოდ რამდენიმე მღვდელმთავარი არ იმყოფება სვეტიცხოველში. მათ შორის, ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი, მეუფე ზენონი, მეუფე გრიგოლი, მეუფე ზოსიმე, მეუფე აბრაამი და ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე.

დღის ამბები