07 დეკემბერი 2024,   17:53
ვრცლად
პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაყავთ

პოეტი ზვიად რატიანი საავადმყოფოში გადაყავთ. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, რატიანის ოჯახმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მას შემდეგ გამოიძახა, რაც რატიანმა თავი შეუძლოდ იგრძნო. 

საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ნაცემი პოეტი დღეს სასამართლოს წინაშე ტვინის შერყევის გამო ვერ წარსდგება. ზვიად რატიანს ბრალად ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედება. პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.

ზვიად რატიანის ადვოკატი, "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, ანა ნასრაშვილი აცხადებს, რომ რატიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდება, რის გამოც ის პროცესის გადადებას მოითხოვს.

დღის ამბები