საცხოვრებელ კორპუსებში სახანძრო უსაფრთხოებაზე განცხადება დედაქალაქის მერმა გააკეთა. მისი თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, უკვე გამკაცრებულია 41-ე დადგენილება. შესაბამისად ყველა პროექტი, რომელიც თბილისში ხორციელდება, უსაფრთხოების კუთხით უნდა იყოს დაცული.
უფრო კონკრეტულად, რა სამუშაოების შესრულება მოუწევთ სამშენებლო კომპანიებს და რა სახის ვალდებულებები აქვთ მათ არსებული დედაქალაქის მთავრობის წინაშე, კალაძემ აღარ დააკონკრეტა.
„ჩვენ პირველი რაც გავაკეთეთ, როდესაც მოვედით, დავინიშნეთ და უფლებამოსილება მომეცა შევდგომოდი ჩემ საქმიანობას, ცენტრალური ხელისუფლებასთან ერთად, 41-ე დადგენილებაში, ზუსტად სახანძრო მიმართულებით გავამკაცრეთ არსებული დადგენილება. შესაბამისად, ყველა პროექტი, რომელიც ხორციელდება, მაქსიმალურად იქნება დაცული უსაფრთხოების ზომები. ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღება დაეთმობა ამ მიმართულებებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.