18 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"ენმ" საახალწლოდ დენის ტარიფის ზრდას გარდაუვლად მიიჩნევს

„ნაციონალური მოძრაობა“ საახალწლოდ, დენის ტარიფის საახალწლოდ ზრდას გარდაუვლად მიიჩნევს და მას მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, უსიამოვნო საჩუქარს ხელისუფლება მოსახლეობას წინასაახალწლოდ უმზადებს.

„ქართულმა ოცნებამ“ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას. გადასახადი ელექტროენერგიაზე, ისევ იზრდება. ეს არის უშუალოდ მთავრობის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი. არა ერთხელ ვაფრთხილებდით, თუ არ გადადგავდნენ აუცილებელ ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარებისთვის, ლარი გაუფასურდებოდა და ის ნეგატიურად აისახებოდა როგორც ფასებზე, ასევე ტარიფებზე,“ - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ოთარ სირაძემ.

დღის ამბები