რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო ტრანსპორტის მოძრაობა მესტია-შავღელეს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე - მიზეზი მეწყერია. სპეც-ტექნიკა ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იყო მობილიზებული.
რაც შეეხება ზუგდიდი-ჯვარი-ხაიში-მესტიის საავტომობილო გზას, უამინდობის გამო ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის ნებადართული.