18 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
დრანდის ციხიდან გათავისუფლებულ გიორგი ლუკავას სავარაუდოდ, დღეს თბილისში გამოკითხავენ

დრანდის ციხიდან გათავისუფლებული გიორგი ლუკავას გამოკითხვა ზუგდიდის შემდეგ სავარაუდოდ, დღეს უკვე თბილისში გაგრძელდება. რამდენიმე წლიანი პატიმრობის შემდეგ ლუკავა საკუთარ ოჯახში გვიან ღამით დაბრუნდა.

მისი გათავისუფლება გუშინ მოხდა და ენგურის ხიდზე მას შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები დახვდნენ.

"შენ მეომარი ხარო და წამიყვანეს, მომისაჯეს. ცხოვრება იქ ყველამ იცინ რანაირია, იქ ვარიანტი არ არის, კარგი ცხოვრება არ იქნება არასოდეს, სანამ ქართველები არ იქნებიან. ღამე გამომიყვანეს და საერთოდ არ ვიცოდი სად მივდიოდი. აქეთ წამოვიდნენ, წამომიყვანეს და გამცვალეს" - ყვება ლუკავა. 

ლუკავა დრანდის ციხეში თითქმის 6 წლის განმავლობაში იყო დატყვევებული. ის გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დღის ამბები