18 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმე - ადვოკატი პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართავს 

პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. რატიანის უფლებების დამცველი პროკურატურას დღეს ოფიციალურად მიმართავს. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ საგამოძიებო მასალების ოფიციალურად მოთხოვნის უფლება ექნებათ.

რაც შეეხება ექსპერტიზის პასუხს, დასკვნა სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი. საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დაკავებული რატიანი სამართალდამცველებს მასზე ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

ნაცემი ხელოვანი საავადმყოფოდან გუშინ სახლში გაუშვეს, მას წოლითი რეჟიმი აქვს.

“ვითხოვთ, რომ ბატონ ზვიად რატიანს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და ეს მოგვცემს საშუალებას, რომ გავეცნოთ ყველა იმ მასალას, რაც ამ სისხლის სამართლის საქმეში ჩაიდება. რამდენიმე ადგილზე ჰქონდა ადგილი მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფებს და ველოდებით, რომ ამ მიდამოებიდან ამოიღებენ დროულად ამ ვიდეო ჩანაწერებს,“ - განაცხადა ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები