ტენდერების კიდევ ერთი სკანდალი - თბილისის მერიის მიერ ფაქტების გაყალბებაზე ამჯერად კომპანია "ელფი" საუბრობს. სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფდა თითქმის 2 წლის განმავლობაში დღემდე საბავშვო ბაღებს კვებით.
„ელფის" დამფუძნებელი ადვოკატთან ერთად, დღევანდელ ბრიფინგზე კომპანია მერიისგან ითხოვს პასუხს, რის საფუძველზე მოხდა მათი დაყადაღება ტენდერის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე.
კომპანიაში ეჭვობენ, რომ მოულოდნელად გამოჩენილმა პროკურორებმა დოკუმენტების წასაღებად 21 დეკემბერი განგებ შეარჩიეს.
სასამართლო განჩინებაში ნათქვამია, რომ სისიხლის სამართლის საქმე თბილისის მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზეა აღძრული. თუმცა, თავად დასკვნა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
„გიორგიძე გახლავთ მერიის თანამშრომელი და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა დროზე იქნას გამოაშკარავებული, ვინაიდან საფრთხის წინაშე დგება როგორც ბიზნეს საქმიანობა, ისე 171 ბავშვთა ბაღის აღსაზრდელთა კვების საკითხი. მიზანი ამ ყველაფრის გახლავთ ის, რომ გამარჯვებული კომპანია რამენაირად ჩამოშორებულ იქნას ამ ტენდერიდან, ამ ბიზნეს საქმიანობიდან და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მომდინარეობს ჩვენი კონკურენტი კომპანიებიდან,“ - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.