18 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.  სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა მოსამართლეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გადასცეს. მათი ინფორმაციით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.

ოთარ აბესაძის ადვოკატს, ექსპერტიზის დასკვნაში არსებული ინფორმაციის დეტალების გასაჯაროება არ სურს. როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, სწორედ ეს დასკვნა შეიძლება გახდეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის საფუძველი.

„ამ დილით ავიღეთ ექსპერტიზის დასკვნა. დღეს ვიმსჯელებთ აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით და დავხურავთ პროცესს, ამიტომ აქედან გამომდინარე, ექსპერტიზაში რა წერია, ამ დასკვნაზე დღეს ვერ გესაუბრებით. ექპერტიზის დასკვნა აშკარად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, აღკვეთი ღონისძიება შეეცვალოს ოთარ აბესაძეს,“ - განაცხადა ოთარ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.

დღის ამბები