18 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
ფრანგული წარმოების ”სელიას” პროდუქციაში სალმონელა არ აღმოჩენილა

ფრანგული წარმოების პროდუქციის ”სელიას” რეალიზება დროებით შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იმპორტირებულ პროდუქციაში არ აღმოჩენილა სალმონელა, კომპანიამ პროდუქტი ქსელიდან სრულად გამოითხოვა.

უკვე არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული დასკვნაც, რომელიც "სელიას" საქართველოში იმპორტირებული სახეობის უვნებლობას ადასტურებს.

ბავშვთა კვების პროდუქცია სარეალიზაციო ბაზარზე მას შემდეგ დაბრუნდება, როცა ფრანგული კომპანია ევროკავშირის სტანდარტებისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს

„პროდუქტი სელია არ მოხვედრილა რისკის შემცველ პროდუქტთა სიაში და მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითმა ლაბორატორიამ დაადგინა, რომ არანაირი ბაქტეოროლოგიიური დაბინძურება ამ პროდუქტს არ აქვს. კომპანიამ ამის მიუხედავად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროდუქცია, მიუხედავად მისი უვნებლობისა, სრულად იქნეს ამოღებული ქსელიდან,“ - განაცხადა CTN Georgia-ს და ”ლაქტაილ ჯორჯიას ” სამართლებრივმა წარმომადგენელმა იმედა დვალაძემ.

დღის ამბები