18 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ტენდერამდე რამდენიმე საათით ადრე დაყადაღებული კომპანია - შპს "ელფში" კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ

კომპანია, რომელიც 2 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა საბავშვო ბაღებს კვებით, მისი წარმომადგენლები კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ. მათ დღეს ადვოკატთან ერთად, თბილისის მერიის მიერ ფაქტების გაყალბებასა და ტენდერებთან დაკავშირებული უცნობი ფაქტები გაასაჯაროვეს.

კომპანია მერიისგან ითხოვს პასუხს, თუ რის საფუძველზე მოხდა მათი დაყადაღება ტენდერის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე.

შპს „ელფის დირექტორმა და კომპანიის ინტერესების დამცველმა, პრესკონფერენციაზე იმ სქემის დეტალებთან დაკავშირებით ისაუბრეს, რომელითაც, მათი თქმით, იგეგმებოდა კომპანიის ჩამოშორება 42 მილიონად შეფასებული ტენდერიდან.

როგორც კომპანიის დირექტორი განმარტავს, მერიის მონიტორინგის სამსახურს, რეალური საფუძველი არ ჰქონდა იმისთვის, რომ კომპანიის წინააღმდეგ გარკვეული საქმე წარმართულიყო.

„მერიის აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი პირდაპირ გვიწყობს 37 წელს. ეს ყველაფერი ტყუილად არ ხდება. დილიდან შემოვარდა პროკურატურა, მოთხოვნით ელექტრონული ინფორმაციის ამოღებაზე და დოკუმენტებს ამოღებაზე. უნდა მომხდარიყო დოკუმენტების წაღება, რომელთა შორის აგრეთვე აუცილებლად იქნებოდა ის დოკუმენტები, რომელიც ჩვენს მიერ ტენდერზე უნდა ყოფილიყო ატვირთული. შესაბამისად, უნდა ჩახსნილიყო ტექნიკა ე.წ. კომპიუტერები, რომლის მეშვეობითაც ხდება ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა,“ - განაცხადა შპს ”ელფის” დირექტორმა თინათინ პაპუაშვილმა.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბიზნესზე ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. მისი თქმით, ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მერიის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ბადრი გიორგიძეა. თუმცა ამბობს, რომ გიორგიძე ამ საქმეში დამოუკიდებლად არ მოქმედებს.

„ფაქტი ის არის, რომ გიორგიძე ამას მარტო ვერ გააკეთებდა და არ გააკეთებდა, თუ მას ვინმესგან ზურგი არ ექნებოდა და არ ექნებოდა იმის პირობა, რომ ასეთი უკანონო აშკარად, ცალსახად გამოკვეთილი ქმედებები დარჩებოდა დაუსჯელი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

დღის ამბები