18 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
როცა საუბარია ბავშვების ჯანმრთელობაზე, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი - კახა გვანცელაძე შპს "ელფის" შესახებ

შპს „ელფის“ ბრალდებებს, რომელიც 2 წლის განმავლობაში ბაგა-ბაღებს კვებით უზრუნველყოფდა, მერიაში უპასუხეს. კომპანიის დაყადაღება, ტენდერის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. შპს "ელფში" კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.

„ახალი ტენდერია გამოცხადებული და მემგონი უკვე დასრულების ეტაპზეა. შესაბამისად, რაც შეეხება კომპანიას „ელფს“, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს, ისინი თვლიან, რომ ყველაფერი სწორად აქვთ. ამას ყველაფერს გამოძიება დაადგენს და იმის შესაბამისად მოხდება ამ საკითხზე რეაგირება,“ - განაცხადა თბილისის ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახა გვანცელაძე აცხადებს, რომ საქმე ბავშების კვებას ეხება და ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. 

„როცა საუბარია ბავშვების ჯანმრთელობაზე და კითხვის ნიშნები ისმის ამ კუთხით, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ეს შეკითხვა ნებისმიერი უწყებიდან, რომელიც იარსებებს, მათ ჭირდება პასუხები კონკრეტულად კომპანიისგან. იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს შიდა აუდიტის სამსახურის წერილი და საუბარია არაადეკვატურობაზე, თვითონ პროდუქტის რძის პროდუქტის და ასევე ხელშეკრულების მახასიათებლების, სწორედ აქედან გამომდინარე არსებობს შეკითხვები,“ - განაცხადა კახა გვანცელაძემ.

როგორც ცნობილია, მერიის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსხურის დასკვნის საფუძველზე ბაღებს მიცემული აქვთ ინსტრუქცია, რომ მათ არ აუნაზღაურონ შპს „ელფს“ დეკემბრის თვის მომსახურება.

 

 

დღის ამბები