18 ნოემბერი 2024,   06:54
ვრცლად
ოთარ აბესაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ოთარ აბესაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, მან გონება დაკარგა და მისი ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო.  

მანამდე კი სხდომის მიმდინარეობისას აბესაძე შეუძლოდ გახდა. სასამართლოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. 

დღესვე, სასამართლომ ოთარ აბესაძის ადვოკატებს აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უარი უთხრა.

ადვოკატებმა მოსამართლეებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გადასცეს. უფლებადამცველები იმედოვნებდნენ, რომ სწორედ ეს დასკვნა გახდებოდა იმის საფუძველი, რომ ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიებას შეუცვლიდნენ.

დღის ამბები