18 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
მობილურით გადაღებული ერთ-წუთიანი მასალა და პატრიარქის პოლიტიკური მოწოდებები-ილია მეორეს გზავნილი ოპოზიციას

პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით დახურული ვახშამი გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს ილია მეორემ კონკრეტული პოლიტიკური მოწოდებებით მიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვლის მცირე ნაწილი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მეუღლემ, ნანა გოთუამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ერთ-წუთიანი ვიდეო პატრიარქის მიმართვის მცირე ნაწილს ასახავს, სადაც ის ოპოზიციას მოუწოდებს ხშირად არ აკრიტიკონ ხელისუფლება და მათთან კონსტრუქციული თანამშრომლობის გზა აირჩიონ.

პატრიარქის პოლიტიკურ გზავნილს დარბაზში ერთად ისმენდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ დარბაზში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე მინისტრი.

კიდევ რა თქვა პატრიარქმა, ან რაზე ისაუბრეს სიტყვით გამოსულმა პოლიტიკოსებმა უცნობია, მიუხედავდ იმისა, რომ საღამოს საპატრიარქოს ოპერატორი იღებდა, ვიდეოკადრები არც ილია მეორეს პრესსამსახურს და არც საპატრიარქოს ტელევიზიას არ გაუვრცელებია.

  

დღის ამბები