07 დეკემბერი 2024,   06:59
ვრცლად
ჩაშლილი ტენდერი - ქართველი ჯარისკაცების ნაწილი ახალი ფეხსაცმლის გარეშე რჩება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს წევრი ამტკიცებს, რომ ჯარისკაცები თავდაცვის სამინისტრომ ფეხსაცმლის გარეშე დატოვა. მიზეზი ჩაშლილი ტენდერია. 44 ათასი წყვილი ფეხსაცმლის შესაძენად თავდაცვის სამინისტრომ სამ მილიონ ნახევრიანი ტენდერი აგვისტოში გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო. ერთმა მონაწილემ დავების საბჭოს საჩივრით მიმართა. თავდაცვის უწყების შესყიდვების სამსახურმა კი ტენდერი საერთოდ ჩაშალა.

თავდაცვის სამინისტროსი ამბობენ, რომ ტენდერის გაუქმება პრეტენდენტებს შორის დაწყებულმა დავებმა განაპირობა. ამიტომ უწყებამ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ერთ პირთან მოლაპარაკების გზით საჭირო რაოდენობის მაღალყელიანი ფეხსაცმელი ტენდერის გარეშე შეიძინა, თავდაცვის სამინსიტროს 44 ათასი წყვილი სჭირდებოდა, თუმცა შესყიდვა ნახევარზე გაფორმდა, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ახალი ფეხსაცმელი ჯარისკაცების მხოლოდ ნახევარს ერგო.

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი ამბობს, რომ მან სახელმწიფოს ყველანაირად აღჭურვილი საწარმო გადასცა რომელსაც თავდაცვის უწყება დრეს არ იყენებს. ახლა დიზაინერი სასამართლოსი დავობს. ამბობს რომ თუ სახელმწიფოს არ სჭირდება მისი საწარმო უკან დაუბრუნონ.

მამუკა ტუსკაძე ამბობს, რომ საქმე შესაძლოა მარალი დონის სახელისუფლებო კორუფციასთან გვქონდეს. ტუსკაძემ დღეს სწორედ ამის გამო, დავების საბჭო დატოვა.

შესყიდვების სამსახურის უფროსი ლევან რაზმაძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ტენდერები უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

დღის ამბები