06 დეკემბერი 2024,   08:24
ვრცლად
"არ შეიძლება მთელი ქვეყანა შეამოწმო იმისთვის, რომ 127 ადამიანის დააკავო"-სოფო ვერძეული

საპოლიციო კონტროლი, რომელიც კანონით არის განსაზღვრული დავის საგანი ჯერ კიდევ 2013 წელს გახდა თუმცა მესამე სექტორის წინააღმდეგობის მიუხედავად ის იმ ფორმით მიიღეს, რომლითაც ახლა არის წარმოდგენილი - ამის შესახებ განცხადება სოფო ვერძეულმა გადაცემა "არჩევანში" გააკეთა. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის" დირექტორი აცხადებს, რომ ერთადერთი რასაც მაშინ მესამე სექტორმა მიაღწია ის არის, რომ კანონში ჩაიწერა, რომ სამართალდამცავმა ასეთი რეიდის დროს უწყვეტი ვიდეოჩანაწერი უნდა აწარმოოს.

მისი თქმით სამწუხაროა, რომ კანონი მინისტრს აძლევს უფლებას ნებისმიერ შემთხვევაში გამოსცეს ბრძანება მასშტაბური რეიდების დაწყების.

სოფო ვერძეული აცხადებს, რომ პრესრელიზებით, რომელიც ქვეყნდებოდა შსს-ს ოფიციალურ გვერდზე უწყება ცდილობდა, რომ წარმოეჩინა ისე თითქოს ამ საპოლიციო კონტროლის დამსახურებაა ვინმეს სახლში ნარკოტიკის ან იარაღის აღმოჩენა. სინამდვილეში კი ეს რეიდთან კავშირში არ არის.

„არ შეიძლება მთელი ქვეყანა შეამოწმო იმისთვის, რომ 127 ადამიანის იდენტიფიცირება მოახდინო და დააკავო. სად გადის ზღვარი და რა არის გონივრული “-განაცხადა სოფო ვერძეულმა

დღის ამბები