18 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
გიორგი მახარაძეს დახმარება სჭირდება - ახალგაზრდა მსახიობს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს

მსახიობ გიორგი მახარაძის დასახმარებლად გაერთიანდნენ მისი კოლეგები. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობებმა და გიორგის მეგობრებმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყეს. მსახიობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად სავაჭრო ცენტრში შეიკრიბნენ და დახმარება ხალხს თხოვეს.

ახალგაზრდა მსახიობს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მას ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი მკურნალობის გასაგრძელებლად 15 ათას დოლარამდე სჭირდება.

დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ.

ანგარიშის ნომერი - GE16TB7747845061100065

დღის ამბები