18 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
სასამართლო პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მსჯელობს - ბრალდებამ დაკავების ჩანაწერი წარადგინა

სასამართლო პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მსჯელობს. დღეს ბრალდების მხარემ დაკავების ჩანაწერი წარადგინა. ზვიად რატიანის უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ ვიდეო ჩანაწერი სრული და უწყვეტი იქნება, რომელიც მთლიანად ასახავს რატიანის დაკავების წუთებს და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

ანა ნასრაშვილის თქმით, სამართალდამცველებს ვალდებულება ქონდათ, რომ სამხრე კამერები ჩართული ქონოდათ.

„ჩვენ ველოდებით, რომ ეს ვიდეო ჩანაწერი უნდა იყოს სრული და უწყვეტი ჩანაწერი, რომელიც ასახავს თავდაპირველი კომუნიკაციის მომენტიდან მისი დაკავების შემდგომ კადრებს, პოლიციის თანამშრომლებსა და ზვიად რატიანს შორის. პოლიციის თანამშრომლები ვალდებულები იყვნენ, რომ ქონოდათ სამხრე ვიდეო კამერა უწყვეტ რეჟიმში ჩართული. მე ეს ვიდეო ჩანაწერები ჯერჯერობით არ მაქვს გადმოცემული და ამიტომ, ვერ გეტყვით ეს არის სამხრე ვიდეო კამერის ჩანაწერი, ვიდეო თუ მობილურით გადაღებული კადრები. თუმცა, როგორც ზვიად რატიანმა განმარტა პირად საუბარში, მას ახსოვს, რომ ფრაგმენტულად ხდებოდა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გარკვეული მომენტების ჩაწერა მობილური ტელეფონით,“ - განაცხადა ზვიად რატიანის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა.

რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში კვირას ღამით დააკავეს. პროკურატურამ მის მიერ სამართალდამცველების მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევას გენინსპექციაც აწარმოებს.

დღის ამბები