18 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
დენის ტარიფის მატების შემდეგ ექსპერტები წყლის გაძვირებას პროგნოზირებენ

დენის ტარიფის მატების შემდეგ, წყლის გაძვირებას პროგნოზირებენ ექსპერტები. ფასების ზრდის მიზეზად ანალიტიკოსები ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ასახელებენ. სპეციალისტების განცხადებით კომუნალური გადასახადების მატება ქვეყანაში ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს.

„როდესაც მოხდება წყლის ტარიფის განხილვა, მე გამიკვირდება რომ არ მოხდეს გაძვირება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ლარის დევალვაციით გამოწვეული, გაზრდილი ხარჯები,“-აცხადებს ლაშა გოცირიძე.

ექსპერტები ხელისუფლებას სფეროს დარეგულირებისკენ მოუწოდებენ.

„ლარის გაუფასურების შემდეგ რა თქმა უნდა მოსალოდნელი იყო, რომ თანდათან დადგებოდა დენის, გაზის და წყლის გაძვირების საკითხი. რატომ არ არის ფასებს შორის კონკურენცია სხვადასხვა მომწოდებლებს შორის და რატომ არ არის აქცენტი გაკეთებული ძალიან ძვირ სამსახურზე, როგორიც არის სემეკი ან სხვა მარეგულირებელი ორგანოები, რომელთა ხელმძღვანელები და მესვეურები იღებენ მაღალ ხელფასებს ამ დარგის განვითარების შეფერხებისთვის,“-განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები