18 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"კავშირი ჩატაევთან, ეს რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელი იყო მისთვის... - პანკისში დაკავებული ალდამოვის ადვოკატი

პანკისში დაკავებული 4 პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სულ ტერორიზმთან კავშირს გამოძიება 5 პირს ედავება, თუმცა დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობის გამო, მას ბრალი ჯერჯერობით არ წარედგინება. სასამართლო სხდომამდე ცოტა ხნით ადრე კი ცნობილი გახდა, რომ კომაში მყოფი თემირლანის ადვოკატი შეიცვალა. მის ინტერესებს დაიცავს მარიამ კუბლაშვილი. ის ოჯახის ახლობელია და სწორედ ამ მიზეზით მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ადვოკატის შეცვლა. მარიამ კუბლაშვილი დაიცავს ასევე რუსლან ალდამოვის ინტერესებსაც. ის ამბობს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახმედ ჩატაევთან კავშირი არ ჰქონია. მისივე თქმით ეს ინფორმაცია თავად რამაზ ალდამოვისთვის ღიმილისმომგვრელი იყო.

„წარმოუდგენელია საერთოდ, ჩემი კავშირი ჩატაევთან," ეს რა თქმა უნდა ღიმილისმომგვრელი იყო მისთვის. არც კი წარმოუდგენია, რომ აქედან გამომდინარეა მისი ბრალი. დეტალურად ვერ ვისაუბრებ თუმცა მისი ასეთი დამოკიდებულებიდან ნამდვილად იყო უარყოფა,"-მარიამ კუბლაშვილი.

კუბლაშვილი მაჩალიკაშვილზეც საუბრობს და სპეცრაზმის ქმედებებს აკრიტიკებს.

"უკიდურესად მძიმეა მისი მდგომარეობა. აპროტესტებს ოჯახი და ცხადია აპროტესტებს მთელი ხეობა. გავაპროტესტებთ ჩვენც უფლებადამცველები და ჩემს გვერდით კიდევ მრავალი ქართველი ადვოკატი დადგა, რომელთაც სურთ უსასყიდლოდ ჩაერთონ ამ პროცესში, დაიცვან ამ ადამიანის უფლებები. იქიდან გამომდინარე, რომ თუ მდგომარეობდა მისი დანაშაული თუ მას ნამდვილად ჰქონდა რამე დანაშაული, რასაც გამოვრიცხავთ ყოველგვარი კავშირს, არ უნდა მომხდარიყო ლიკვიდაციის მიზნით მისი პირდაპირ ადგილზე სროლა,“-განაცხადა  მარიამ კუბლაშვილმა.

პროცესი საქალაქო სასამართლოში, სადაც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ 14:00 საათზეა ჩანიშნული. რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის და რამაზ მარგოშვილის სასამართლო პროცესი ერთად გაიმართება. ხოლო 13:00 საათზე სასამართლო ზურაბ გორნაკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. 

დღის ამბები