პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. თემირლან მაჩალიკაშვილს ქალა-ტვინის გამჭოლი ჭრილობა აქვს და მას ნეიროქირურგიული ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა.
ექიმების განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა უმძიმესია და წინასწარ პროგნოზირება როგორ განვითარდება მოვლენები, რთულია.
თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ამ დროისთვის მდგომარეობა მძიმეა, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გვაქვს დღეის მდგომარეობით. იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მიდის შესაბამისი მკურნალობა. ნაადრევია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება. ჰერმოდინამიკული მაჩვენებლები სტაბილურია, თუმცა მდგომარეობა მძიმეა,“-განაცხადა თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.