18 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალკაშვილის ყოფილი ადვოკატი მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს

პანკისში დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ყოფილი ადვოკატი დარწმუნებულია, რომ მისი შეცვლა ოჯახის გადაწყვეტილებით არ მოხდა. იმის შესახებ, რომ ცირა ჯავახიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილს აღარ დაიცავდა დღეს გახდა ცნობილი. ის მარიამ კუბლაშვილმა ჩაანაცვლა. მიზეზად კი ოჯახთან ახლობლობა დასახელდა. დაჭრილის უკვე ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებების გაყალბება მოხდა და ეს სწორედ მაშინ მიმდინარეობდა, რაც ის უშედეგოდ ცდილობდა სუს-ში გამომძიებლისთვის განცხადების დატოვებას.

„მთელი დღის განმავლობაში ვიყავი სუს-ის შენობის წინ და ვცდილობდი ჩამებარებინა ორდერი, განცხადება მოთხოვნით, რომ არ ჩაერთოთ სახაზინო ადვოკატი და მხოლოდ ჩემთვის გადმოეცათ მასალები. ამის შემდეგა, რამდენიმე საათის ლოდინის შემდეგ დამიბარეს სუს-ის უკან, სადაც რაღაც პოლიკლინიკა ყოფილა. ჩამოვიდა გოგო, რომელმაც ჩაიბარა ორდერი. ბრალში მოხსენიებულია ერთ-ერთ ბრალდებულად თემირლან მაჩალიკაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც იმ 4-ს წარედგინა ბრალი წესით და რიგით ისე უნდა წარდგენოდა ბრალი. მაგრამ ვინაიდან რადგან მე დილას გამოვაქვეყნე ინფორმაცია, სუს-ის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ბრალი არ წარუდგენიათ. კი ბატონო აქვთ გადაფიქრების უფლება,“-განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პანკისში დაკავებული 5 პირიდან 4-ის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილს,  ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ბრალი ჯერ არ წარდგენია.

ამავე თემაზე
დღის ამბები