08 დეკემბერი 2024,   19:30
ვრცლად
იუსტიციის სახლთან ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა მემორიალის აღების მოთხოვნით აქცია გაიმართა

იუსტიციის სახლთან, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან საპროტესტო აქცია გამართა ყოფილი სამართალდამცველის, გიორგი ცააძის მეუღლემ. ცააძე ე.წ. კორტების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულია და ის ამჟამად სასჯელს იხდის. დღევანდელ აქციაზე შეკრებილი ადამიანები იუსტიციის სახლთან მდებარე მონუმენტის დემონტაჟს მოითხოვენ.

აქციაზე იმყოფებოდა 14 წლის წინ მოკლული გიორგი გაბუნიას დედაც. მისი თქმით ქალაქის ცენტრში არ უნდა იდგეს იმ ადამიანის მემორიალური დაფა, რომელიც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. 

დღის ამბები