ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" სიძეს 5 საათის განმავლობაში კითხავდნენ. საქმე ეხება სახელმწიფო ქონების სავარაუდო გაფლანგვისა და ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილი შენობების უკანონო დემონტაჟის ბრალდებაზე დაწყებულ გამოძიებას.
”კონსტრაქტ ვიჟენის” მფლობელი გიორგი შარაშიძე საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას კარტერულ გარიგებებზე მისსა და მომღერალ უცნობის განცხადებებს უკავშირებს.
მომღერალ „უცნობის“ სიძე ამტკიცებს, რომ შპს "კონსტრაქტ ვიჟენის" მხრიდან არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საგამოძიებო უწყებას სიმართლის დასადგენად ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღებას სთხოვს.
გიორგი შარაშიძეს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში დღესაც ელოდებიან.
“ეს საქმე აღიძრა ერთადერთი მიზეზით, რომ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება და შევიტანეთ სასამართლოშიც და კონკურენციის სააგენტოშიც კარტელის წინააღმდეგ და ვაწარმოებთ ამ დავას. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის მიზეზი ამ დავის აღძვრისა და თუ ვისაუბრებთ კონკრეტულად ამ საქმეზე, ამ შენობა ნაგებობებიდან თითქოსდა ნანგრევების და აგურების გატანაზე, მარტივად შეიძლება ამ საქმის გამოძიება. არ შეიძლება ქრებოდეს ქვეყანაში შენობები, როცა გვყავს მოწოდების სიმაღლეზე შესაბამისი ორგანოები,“ - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.