18 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
პოეტ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალი გავრცელება - ხელოვანები დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მივლენ

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის, ასევე კულტურისა და შს მინისტრებისთვის მიმართვის შემდეგ, მწერლები ზვიად რატიანის საქმეზე დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელშიც მივლენ.

რატიანის კოლეგები სამეურვეო საბჭოს სხდომას დაესწრებიან.

ხელოვანები და სამოქალაქო საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც მაუწყებლის წინააღმდეგ ბოიკოტს უერთდებიან, ახსნა-განმარტებებს პირადად არხის ხელმძღვანელობისგან მოითხოვენ.

„ჩვენ მივდივართ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში, სადაც ბორდის სხდომა არის დანიშნული და იქ გვექნება კრიტიკული აზრი, შენიშვნებს მივაწვდით მათ და გავაგებინებთ თუ რაშია მათი პრობლემა რეალურად,“ - აცხადებს პოეტი პაატა შამუგია.

მწერლები პირველი არხის ეთერში შსს-ს მიერ გადაცემული მასალის გაშვებას სამარცხვინო ფაქტად აფასებენ და მაუწყებლისგან შესაბამის რეაგირებას მოითხოვენ. მათი განცხადებით, მასალა დამონტაჟებულია და შინაარსიც არ წარმოადგენდა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის საგანს.

მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" პოლიტიკური ნიშნით დანიშნული "ბანდა" მართავს.

სხდომამდე, არხის ხელმძღვანელობა ბრალდებებს არ პასუხობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები