18 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
უმდარესი და პროპაგანდისტული ჟურნალისტიკა - მაუწყებლის ბორდის წევრი რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალი გავრცელებაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს 11:00 საათზე გაიმართება, პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული საკითხის დაყენებას გეგმავს ბორდის წევრი ქეთევან მსხილაძე. მსხილაძე მაუწყებლის მიერ ზვიად რატიანის დაკავების ამსახველი ვიდეო მასალის გავრცელებას დაუშვებლად მიიჩნევს. 

მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ამბობს, რომ პირველი არხის მიერ დამონტაჟებული ვიდეო მასალის ეთერში გაშვება, ჟურნალისტური ეთიკის უხეში დარღვევაა. მისი თქმით, მაუწყებელი ხელისუფლების სასარგებლოდ პროპაგანდისტულ ხასიათს იძენს.

„არ ვიცი რამდენად გაიმართება მსჯელობა ამ საკითხზე, მაგრამ მე ვაპირებ გავაკეთო განცხადება. როდესაც მასალას სრულად არ აშუქებ, რაღაც ნაგლეჯებს აშუქებ და თან ამ ნაგლეჯებიდან ჩანს ამ შემთხვევაში მაუწყებლის მიზანი, რომ გაამართლოს პოლიციის ქმედება, ეს არის სრულიად დაუშვებელი. ეს არის უმდარესი ჟურნალისტიკა და ეს არის პროპაგანდისტული ჟურნალისტიკა,“ - აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთი მსხილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები