თბილისში ლიბანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, მე-12 კლასის მოსწავლე დაშავდა. მოზარდს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ექიმების განმარტებით, არასრულწლოვანი კონტაქტური იყო და ზურგის არეში ტკივილს უჩიოდა. ის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
დაშავებული სავარაუდოდ, 118-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილზე დახვდა. მისი განცხადებით, საგზაო მოძრაობის წესები არ დაურღვევია. გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მაინც დაიწყო.