18 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
რუსეთიდან საქართველოს საზღვარზე გადმოსვლას ათობით სატვირთო მანქანა თითქმის ერთი კვირაა ელოდება

რუსეთიდან საქართველოს საზღვარზე გადმოსვლას თითქმის ერთი კვირაა ათობით სატვირთო მანქანა ელოდება. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან გაჩერებული მძღოლების განცხადებით, ამ დროისთვის უკვე აქვთ საწვავისა და საკვების პრობლემა, თუმცა როდის შეიცვლება ვითარება, მათთვის უცნობია.

საზღვარზე ჩარჩენილების ინფორმაციით, რუსი მესაზღვრეები შეფერხებაში ბრალს ქართულ მხარეს სდებენ. მათი თქმით, გამშვები პუნქტი სრული დატვირთვით არ მუშაობს. შემოსავლების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.

„ძალიან ბევრი მანქანა ვართ, კილომეტრებით არის რიგი. რუსულ გამშვებ პუნქტზე როგორც ამბობენ, ქართული გამშვები პუნქტი ნელა მუშაობსო და ვერ ვუშვებთ მანქანებსო. ძალიან ცუდ დღეში ვართ,“ - აცხადებ „კურიერთან“ საუბრისას ვახო მდივნიშვილი.

დღის ამბები