18 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლარის გაუფასურება გარკვეულ მოლოდინებთან იყოს დაკავშირებული

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტის ოფიციალური ღირებულება კიდევ 2 თეთრით დაეცა და 2.61 ღირს. რაც შეეხება ევროს, დღევანდელი ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი ევროს შესაძენად 3.8 არის საჭირო. 

ვალუტის კურსთან დაკავშირებით შეფასებას აკეთებს  არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარის გიორგი კეპულაძე.

“საახალწლო პერიოდი ვაჭრობის თვალსაზრისით ძალიან აქტიურია, შესაბამისად, იზრდება იმპორტიც და გარკვეული მოლოდინები, წინა წლების ტრადიცია დავარქვათ თუ დავაკვირდებით, ამ პერიოდში ეროვნულ ბანკს სულ უწევდა ჩარევა სავალუტო ბაზარზე და გარკვეული დოლარის გაყიდვა. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ ამ შემთხვევაშიც მოლოდინებთან იყოს დაკავშირებული, რადგან ამ პერიოდში, როგორც წესი უკვე საბიუჯეტო ხარჯვა დასრულებულია და ვერ ვიტყოდი, რომ ბიუჯეტის დაუბალანსებელი ხარჯვის გამო მოხდა ეს,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. 

 

დღის ამბები