18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
"რომ წაგვეყვანა მკვდარი არ იქნებოდა" - ხმაური კლინიკაში 2 წლის გარდაცვლილი ბავშვის გამო

ხმაური იყოი კლინიკა "გლობა-მედში". 2 წლის გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები მკურნალ ექიმთან შეხვედრას და კლინიკისგან ახსნა განმარტებას ითხოვენ. ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებს.

მცირეწლოვანი საავადმყოფოში 22 დეკემბერს მოათავსეს, გარდაცვლილის ახლობლები კი ყვებიან, რომ ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა გართულდა და ის არასწორი მკურნალობის და ექიმების უყურადღებობის გამო გარდაიცვალა.

“სტაბილური იყო ამის მდგომარეობა, რომ მოვიყვანეთ და რომ წაგვეყვანა ეს მკვდარი არ იქნებოდა. რომ წაგვეყვანა, თქვენთვის, რომ არ დაგვეტოვებინა, დედა უფრო ყურადღებას მიაქცევდა,“ - განაცხადა ბავშვის ბიძამ.

კლინიკის ხელმძღვანელობა საპირისპიროზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბავშვის მდგომარეობა დამატებითი კვლევებისთვის სხვა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გართულდა.

“ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არ ყოფილა და სპონტანურად სუნთქავდა და სატურაციაც ნორმაში იყო, ეს ისტორიაში წერია, ჩემი მოგონილი არ არის. იმ კლინიკაში 10 საათი იყო და რა გაკეთდა და რამ გამოიწვია სიკვდილი, ეს ცალკე შესასწავლია. ჩვენთან მკურნალობა ჩატარდა პროტოკოლის მიხევდით, როგორც წესი და რიგია. გადაყვანა გახდა საჭირო იმიტომ, რომ სპეციალიზებული კვლევა იყო საჭირო ფილტვებთან დაკავშირებული,“ - განაცხადა კლინიკა ”გლობალ-მედის” დირექტორმა მარიამ ჟვანიამ.

დღის ამბები