პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 19 წლის ახალგაზრდა, რომელსაც მძიმე დაზიანება სპეცრაზმმა თავის არეში მიაყენა, უკვე სამი დღეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების განცხადებით, იგეგმება კლინიკაში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაც, თუმცა, კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.
„ამ ექიმების იმედიც მაქვს, მაგრამ დამატებით მინდა და ამათაც უნდათ, რომ სხვა სპეციალისტი იქნებ გამოჩნდეს, რომ რაღაც უკეთესობისკენ იყო. ყველამ უნდა გადავარჩინოთ. მეც საქართველოს შვილი ვარ, ისიც საქართველოს შვილია,“ - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ.