18 ნოემბერი 2024,   07:36
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა - ექიმი

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე პარამეტრის გაუარესებულია.

ამის შესახებ ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. მისი თქმით, 19 წლის ახალგაზრდა კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

„პაციენტი კვლავ მართით სუნთქვაზე რჩება. ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ ნაწილობრივ, მთელი რიგი პარამეტრები გაუარესებულია. ზოგიერთი მათგანის ლიკვიდაცია მოხერხდა, გამოსწორდა, თუმცა მთლიანობაში მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა. სამწუხაროდ, პროგნოზებზე არაფერის თქმა არ შემიძლია,“ - განაცხადა პროფესორმა ზაზა ლურსმანაშვილმა.

19 წლის ახალგაზრდის მშობლების თქმით, იგეგმება კლინიკაში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანაც, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები