18 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
რუსთავი2-ის საახალწლო კონცერტისთვის ყველაფერი მზად არის - მაყურებელს არხი ბევრი სიურპრიზით გაანებივრებს

რუსთავი2-ის საახალწლო კონცერტისთვის ყველაფერი მზად არის. მონაწილეები ბოლო რეპეტიციას გადიან. ზუსტად 23:00 საათზე კი მაყურებელი ტელეკომპანიის სხვადასხვა მუსიკალური პროექტებისა და ცნობილი ადამიანების მონაწილეობით  კონცერტს იხილავს.

პროფესიონალ მომღერლებთან ერთად, სცენაზე იდგებიან "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობებიც.

საახალწლო კონცერტს ორი ლოკაცია ექნება. აქედან ერთ-ერთი ზამთრისთვის კონტრასტული ადგილი - ჯინო პერედაიზია.

„ძალიან გემოვნებიან და ძალიან გამორჩეულ ახალ წელს სთავაზობს რუსთავი2 მაყურებელს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი საჩუქარია. მე განსაკუთრებული საჩუქარი მერგო წილად. კაკაჩიასთან ერთად სიმღერა. ბატონო დათო, ძალიან გამიხარდა,“ - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები