18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
მინდა, რომ აი, აქედან მოგილოცოთ ეს წელი - გიორგი მარგველაშვილის მილოცვა ხურვალეთიდან

საქართველოს პრეზიდენტმა დამდეგი შობა-ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას და მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ვანიშვილების ოჯახს მიულოცა.

გიორგი მარგველაშვილმა სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო საჩუქრები გადასცა. პრეზიდენტმა ახალი წელი იქ მყოფ ძალოვანებსაც მიულოცა.

„მინდა, რომ აი, აქედან მოგილოცოთ ეს წელი. იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა იმიტომ, რომ აქ რუსის ოკუპანტმა ცოცხალ სხეულზე გაავლო უაზრო მავთულხლართი და გაჭრა ჩვენი ქვეყანა დროებით. მაგრამ ყოველთვის, როცა აქ ჩამოვდივარ, მომავლის იმედი და იმის განცდა მეუფლება, რომ აუცილებლად ეს მავთულხლართი იქნება აღებული და მშვიდობით და ჩვენი, საქართველოს ყველი მოქალაქისთვის ერთად გაერთიანებით,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

დღის ამბები