18 ნოემბერი 2024,   06:19
ვრცლად
სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ჩაატარონ გამოძიება და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვებს - პრეზიდენტი

პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს კითხვები აქვს, თუმცა, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ საშუალება, ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება და შემდგომ უპასუხონ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვის ნიშნებს.

„სპეცსამსახურებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, იმოქმედონ, ჩაატარონ კვალიფიციური გამოძიება და ამ კვალიფიციური გამოძიების ფარგლებში საზოგადოებას მიაწოდონ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ამოწურავს კითხვის ნიშნებს. მაგრამ, ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ სამსახურის მუშაობს სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაცია ვერ იქნება ვერც დასაწყის ეტაპზე და, სავარაუდოდ, ვერც მერე ბოლომდე გამოტანილი სააშკარაოზე,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები