მოდის ტენდენციები 2018 წელს 2017-გან განსხვავებული იქნება. დიზაინერები ამბობენ, რომ 2018 წელს აქტუალური გახდება სილუეტი და ხაზი გაესმევა ქალის ფორმებს.
„2018-ში უკვე გამოჩნდა ის სილუეტები, რაც ქალს სჭირდება. ანუ, მისმა სულიერმა მდგომარეობამ უკვე მოითხოვა, რომ სილუეტი ჩანდეს. ეს ნელ-ნელა შემოვიდა, ამაღლდა შარვლის სათავეები და წელი დაფიქსირდა. წელს თუ თავისუფალი ტანსაცმელი ეცვათ, ქამრის გარეშე, უკვე ფიქსირდება წელი,“ - განაცხადა ავთანდილ ცქვიტინიძემ.