30 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
ახალი წელი რეგიონებში გრანდიოზული კონცერტებით და ფოიერვერკებით აღნიშნეს

საახალწლო ღამეს საზეიმო ღონისძიებები გაიმართა მთელ ქვეყანაში. ბათუმში ევროპის მოედანზე შეკრებილების განწყობაზე ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, ჯგუფი „მგზავრები“ ზრუნავდა. ზუსტად 12 საათზე ახალ წელს ზღვისპირა ქალაქი ლაზერ შოუთი და გრანდიოზული ფოიერვერკით შეხვდა. გაიმართა აკრობატი სანტების შოუც. საახალწლო ღონისძიებები ზღვისპირა ქალაქში ორ იანვრამდე გაგრძლებდება.

სხვადასხვა საახალწლო ღონისძიებებთან ერთად, ქუთაისში გალა კონცერტიც გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე ანსამბლი „მეტეხი“, ჯგუფი „ოჩოს ქოხი“ და სხვა შემსრულებლები მღეროდნენ. ახალი წელი მიულოცა მოსახლეობას ქუთაისის მერმა. კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

საახალწლო კონცერტი გაიმართა ზუგდიდის ცენტრშიც. საზეიმო ღონისძიებაში ადგილობრივი ანსამბლები და სოლო შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ახალი წლის დადგომა მოსახლეობას ქალაქის და რეგიონის ხელისუფლებამ მიულოცა.

2018 წლის დადგომა საახალწლო ღონისძიებებით აღნიშნეს გურჯაანშიც. მთავარ ქუჩაზე საახალწლო ქალაქი მოეწყო. სპეციალურ პავილიონებში ადგილობრივებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს. საზეიმო კონცერტი 7 საათზე „ქართული ხმების“ სიმღერით გაიხსნა. დღის ბოლოს დაასახელეს გურჯაანის საპატიო მოქალაქეებიც. 

დღის ამბები