18 ნოემბერი 2024,   04:14
ვრცლად
პიროტექნიკით ბათუმში 10-მდე ბავშვი დაშავდა - მშობლებმა სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზიები აქვთ

პიროტექნიკით ბათუმში 10-მდე ბავშვი დაშავდა. ისინი ახალი წლის ღამით ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მიიყვანეს. ექიმის განცხადებით, მათ ძირითადად ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდათ ხელისა და თითების მიდამოებში.

მოზარდებს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და ბინაზე გაწერეს.

მშობლები კი სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამენ. მათი თქმით, საგანგებო დღეებში მხოლოდ ერთი ექიმი მორიგეობდა, რომელიც პაციენტების მიღებას ვერ ახერხებდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები