ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჩაკეტილია ჯვრის უღელტეხილის გუდაური-კობის მონაკვეთი. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობასა და გზის გაწმენდით სამუშაოებს ვერ ახორციელებს სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც.
გადაადგილება აკრძალულია კალა-უშგულის გზის მონაკვეთზეც. შეზღუდვები მოიხსნა და ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება დაშვებულია ახალციხე-ნინოწმინდისა და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე.
ქვეყნის მასშტაბით გზების გაწმენდითი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად მიმდინარეობს.