ირანში განვითარებული მოვლენები თბილისში დღესაც გააპროტესტეს. საქართველოში მცხოვრები ირანელები საელჩოსთან ისევ შეიკრიბნენ და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები უერთდებიან საპროტესტო ტალღას, რომელიც თითქმის ერთი კვირაა თეირანშია.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ დაჭერის შიში აქვთ და ახალგაზრდობას თავისუფლება ფაქტობრივად არ აქვს.
"მე ქრისტიანი ვარ და აქ მოვედი იმიტომ, რომ ჩვეულებრივად მივალ ეკლესიაში, ვცხოვრობ რა, მაგრამ იქ ვერა. სულ ციხეში ვიყავი, სულ პოლიციაში რატომ ქრისტიანი გახდიო,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ალი რუსტა.
ირანიდან ჩამოსული ახალგაზრდობა დიქტატურაზე საუბრობს და თავისუფლებას მოითხოვს.
"ჩვენი მთავრობა არის დიქტატორი, ხალხისკენ არ არის და რასაც მოხდება მთავრობა თავისთვის აკეთებს. ჩვენ გვინდა თავისუფლება, როგორც ნებისმიერ ხალხი, ჩვენც გვინდა რომ თავისუფლად ვიყოთ,"-აცხადებს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მუჰამედ რუსა.