18 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა ნაწილობრივ გაუარესდა - ექიმი

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაალიკაშვილის ოჯახი ამ დრომდე ელოდება უცხოელი ექიმების პასუხს, შესაძლებელია თუ არა მისი ტრანსპორტირება საზღვარგარეთ.

„მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, მთავრობას, მე ხომ ვწვალობ, მაგრამ ჩემ გარეშეც იმოქმედონ. უმისამართოდ ტყვიისგან შეწირულ ბავშვს მიხედონ,“- აღნიშნა თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ. 

19 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ.

„მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გასული ორი დღის განმავლობაში, ნაწილობრივ, გაუარესდა კიდეც, უარყოფითი დინამიკა გამოიხატა,“- აღნიშნა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა.

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი.  

ამავე თემაზე
დღის ამბები