18 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
„ჩემი შვილი 4 შვილის მამაა, უსამართლოდაა დაკავებული“ - სპეცოპერაციისას დაკავებულების ოჯახის წევრები მტკიცებულებების გაცნობს ითხოვენ

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულების ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ. მათ სუს-ის ოფიციალური ვერსიის არ სჯერათ და  ითხოვენ, რომ მტკიცებულებები გააცნონ, რომელიც გამოძიებას აქვს და მათ ტერორისტებთან კავშირს ადასტურებს. ბრალდებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაკავებულები უდანაშაულოები არიან. 

„ჩემი შვილი უსამართლოდაა დაკავებული. 4 შვილის მამაა. ყოველ დღე ტყეში დადიოდა სამუშაოდ. ჩატაევი მაგასთან სად იყო. დამნაშავე ჩემი შვილი არ იყო,“- განაცხადა ბადურ ჩოფანაშვილის დედამა, ასმათ ჩოფანაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებენ უხუცესთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს, ელიზბარ მარგოშვილს. უხუცესები სუს-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ამის შემდეგ არ გამორიცხეს, რომ დაკავებულებს შესაძლოა, ტერორისტებთან კავშირი ჰქონოდათ, თუმცა ბრალდებულების ოჯახებთან გასაუბრების შემდეგ საპირისპირო განცხადებები გააკეთეს.

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები