უხუცესთა საბჭოს წევრმა „კურიერთან“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პანკისსა და თბილისში დაკავებულების საქმეზე გამოძიების ოფიციალური ვერსიის უხუცესთა საბჭოსაც არ სჯერა. პლატონ გუნაშაშვილის თქმით, ისინი გამოძიების შედეგებს დაელოდებიან და ამის შემდეგ ღია განცხადებას გააკეთებენ.
უხუცესთა საბჭოს წევრმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთან შეხვედრაც გაიხსენა.
„აქ რა უნდა განეხორციელებინათ მაგათ. გოგაშვილი ლაპარაკობდა, რომ უნად აეფეთქებინათ რუსეთის საელჩო. მაგას მემგონი მორწმუნე ადამიანი არ იზამდა. არ გვჯერა ეგ ამბები,“- აღნიშნა პლატონ გუნაშაშვილმა.
ავტორები: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი.