2017 წლის უმნიშვნელოვანესი მეცნიერული გარღვევები და აღმოჩენები, რომელმაც შესაძლოა სამყარო შეცვალოს - როგორი იქნება 2018 წელს ვარსკვლავების განლაგება კოსმოსში და რას მოუტანს ახალი წელი- ადამიანთა უმეტესობას დედამიწაზე ყველაზე მეტად აინტერესებს. სწორედ პლანეტებს და კოსმოსს უკავშირდება გასული წლის მთავარი აღმოჩენაც. მეცნიერებმა დაადასტურეს, რაც ალბერტ აინშტაინმა 100 წლის წინ ივარაუდა - გრავიტაციული ტალღების არსებობა, რომელიც 130 მილიონი სინათლის წლის დაშორებით ორი ნეიტრონული ვარსკვლავის შეჯახების შედეგად წარმოიქმნა. ეს ყველაფერი დეტექტორებმა ხმელეთზეც და კოსმოსშიც 17 აგვისტოს აღამოაჩინეს. მათ შორის იყო კალიფორნიაში მდებარე ლაბორატორია "ლიგო," რომლის შემქმნელებიც წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ. ამ აღმოჩენით მეცნიერებმა ასტროფიზიკაში ახალი ერის ათვლა დაიწყო.
გრავიტაციულ ტალღებზე არანაკლებ მნიშვნელოვან აღმოჩენად შეაფასეს ნასაში მზის სისტემის მიღმა დედამიწის მსგავსი, 7 პლანეტის, არსებობა. ახლადაღმოჩენილი ციური სხეულები 40 სინათლის წლის დაშორებით, მკრთალი ჯუჯა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავენ და 7 იდან სამი სიცოცხლის საარსებოდ დასაშვებ ზონაში მდებარეობს.
2017 წლის კიდევ რამდენიმე ყველაზე საინტერესო აღმოჩენაზე ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ.