18 ნოემბერი 2024,   04:10
ვრცლად
ლარნაკაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები გამომგზავრებას შაბათამდე ვერ შეძლებენ

ლარნაკაში ჩარჩენილი საქართველოს 9 მოქალაქე ამ დრომდე ვერ ახერხებს საქართველოში გამომგზავრებას. კომპანია Wizz Air განცხადებას ავრცელებს. როგორც Wizz Air-ის განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრებმა რეისზე თავად დააგვიანეს, რის გამოც თვითმფრინავი მათ გარეშე გამოფრინდა.

კომპანიის ინფორმაციით, თბილისის რეისი შაბათს არის დანიშნული, რა დროსაც მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრება. მათი ამ დრომდე ლარნაკაში ყოფნის ხარჯების ანაზღაურება არ მოხდება. ასევე კომპანიაში განმარტავენ, რომ მგზავრებს გადაჯავშნის საფასაურის გადახდა მოუწევთ. 

„2018 წლის 2 იანვარს, რამდენიმე მგზავრი რეისზეW6 6404 ლარნაკა-ქუთაისი, არ გამოცხადდა დროულად თვითმფრინავში ჩასხდომის გასასვლელთან. მგზავრთა გადაყვანის ზოგადი პროცედურების შესაბამისად, რითიც ხელმძღვანელობს ყველა ავიაკომპანია, მგზავრები, რომელიც ჩასხდომის გასასვლელის დახურვის შემდგომ გამოცხადდებიან, აღარ დაიშვებიან რეისზე. ამ შემთხვევაში, მგზავრებს ავიაკომპანიის წარმომადგენლები უწევენ დახმარებას გადაჯავშნონ ფრენა მომდევნო რეისზე. ფრენის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ვიზეარი შეახსენებს მგზავრებს, რომ ჩასხდომის გასასვლელთან უნდა გამოცხადდნენ თვითმფრინავის აფრენის დროდან 30 წუთით ადრე,“ - ნათქვამია კომოპანიის განცხადებაში.

უკვე 20 საათზე მეტია, რაც საქართველოს 9 მოქალაქე ლარნაკას აეროპორტში იმყოფება. მგზავრები ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზების გამო აეროპორტში ისინი შეაყოვნეს, თვითმფრინავი კი, საქართველოში მათ გარეშე გამოფრინდა. 

"კურიერში" გასული ინფორმაციის შემდეგ, მოქალაქეებს საქართველოს საკონსულოდან გამოეხმაურნენ და ამ წუტებში უნდა დაიწყოს აეროპორტში მათთან შეხვედრა. 

„მეორე დღეა ვიმყოფებით ლარნაკაზე. იმის გამო, რომ გუშინ ვერავინ შეძლო ჩვენი დახმარება, საკუთარი ძალებით მოგვიწია გუშინდელი ღამის გატანა საკმაოდ რთულ პირობებში. თანხა, რომელიც გვქონდა წამოღებული სრულად დავხარჯეთ, იმიტომ, რომ უკვე ვსხდებოდით თვითმფრინავში. შესაბამისად, ვართ ძალიან რთულ პირობებში. დღეს ვესაუბრეთ საელჩოს წარმომადგენელს. დაგვიკავშირდნენ, ველოდებით მათ ვიზიტს, რომ დავსახოთ შემდეგი გზები და გეგმები,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა სოფო შონიამ.  

მგზავრები ამბობენ, რომ ერთ-ერთმა პირველებმა გაიარეს რეგისტრაცია. ისინი კომპანია Wizz Air-სგნა ითხოვენ, ამოიღონ ეს დოკუმენტაცია და თავად დარწმუნდებიან, რომ ისინი დროულად მივიდნენ აეროპორტში. მგზავრები აეროპორტის პერსონალის დამოკიდებულებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი საკმაოდ აგრესიულები იყვნენ.

ლარნაკას აეროპორტში საშინელი მოპრყობა იყო, ხოლო Wizz Air-სგან სრული იგნორი,“-აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები