მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები თბილისსა და კიევში ერთდროულად მიმდინარეობს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო სააკაშვილის მიერ გამოტანილი შეწყალების საქმეზე მსჯელობს. ადვოკატმა დასკვნითი სიტყვით სასამართლოს უკვე მიმართა და განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის მიზეზი არ არსებობს, რადგან პრეზიდენტმა მისთვის კანონით მინიჭებული შეწყალების უფლება გამოიყენა.
უკვე 2 საათია, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს უკრაინის სააპელაციო სასამართლო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინული ოპოზიციის ლიდერი, პროცესზე დღეს ოჯახის წევრებთან, დედასთან, მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად მივიდა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღევანდელი სასამართლო პროცესით მისი შვილი ნახავს, როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი.