20 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
აშშ-ს პრეზიდენტის და თეთრი სახლის ყოფილ სტრატეგის დაპირისპირება - ტრამპი ამბობს, რომ ბენონმა სამსახურთან ერთად ჭკუაც დაკარგა

დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ყოფილ სტრატეგს და უახლოესი გარემოცვის წევრს სტივენ ბენონს საჯაროდ უპირისპირდება.

მიზეზი ყოფილი მოკავშირის რამდენიმე განცხადება გახდა, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის შესახებ მაიკლ ვულფის მიერ დაწერილ წიგნში მოხვდა.

სკანდალური შინაარსის ციტატები კი პრესაში დაიბეჭდა. ბენონმა წიგნის ავტორთან ღიად ისაუბრა თეთრი სახლის შიდა სამზარეულოზე და დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟის რუსებთან შეხვედრას არაპატრიოტული საქციელი და ქვეყნის ღალატი უწოდა.

დონალდ ტრამპი განსაკუთრებით ამ სიტყვებმა გააღიზიანა და განაცხადა, რომ ბენონმა სამსახურთან ერთად ჭკუაც დაკარგა.

დღის ამბები